თეგებით ძიება

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამზე", ჩერნობილის კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ურაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები შანტაჟისთვის.

"37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით.

გასულ წელს ოკუპანტმა არა მხოლოდ ატომური სადგური, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ რისკის ქვეშ დააყენეს. წელიწადზე მეტი გავიდა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხოების საწარმოები უკვე დაუბრუნდნენ ნორმალურ მუშაობას.

უკრაინამ და მსოფლიომ დიდი ფასი გადაიხადეს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებრვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა