ბებო, რომელიც იტალიაში, აეროპორტში იმყოფებოდა, საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება
საქართველოს ასაკოვანი მოქალაქე, ნათელა ხორავა, რომელიც იტალიის დედაქალაქ, რომში იმყოფებოდა და დახმარება სჭირდებოდა, საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება. ინფორმაცია Tia.Ge-ს ნათელა ხორავას ახლობელმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა პრობლემა მოგვარებულია.
"აეროპორტში იმყოფება, სადეპორტო განყოფილებაში, კვების უფლება უკვე მიეცა... ხვალ კი შესრულება რეისი და საქართველოში დაბრუნდება", - განაცხადა ქალის ახლობელმა Tia.Ge-სთან.
შეგახსენებთ, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათელა ხორავა რომის აეროპორტში იმყოფებოდა და მას საკვების მიწოდებაც სჭირდებოდა.