თეგებით ძიება

რთული დროა მთელ მსოფლიოში... მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესათან დაკავშირებით, ვაზიანში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება, ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები, და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა