13 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიაში ჩავა.
გერმანიის ძალოვანი უწყებები უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტისთვის უკვე ემზადებიან.
14 მაისს ზელენსკის სამხედრო პატივით ოფიციალურად მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ამის შემდეგ დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია. ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე ზელენსკი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.