"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა
ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა.
გუნდმა სკუდეტო 33 წლის შემდეგ მესამედ აიღო.
"ნაპოლიმ" დღეს თამაში "უდინეზესთან" სტუმრად გამართა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. საჩემპიონო გოლი ნაპოლელთა მხიდან ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.