თეგებით ძიება
06. 05. 2023 სპორტი

"ხვიჩამ სერია A მოიგო და პირველი რაც გააკეთა, პოსტი მე მომიძღვნა" - რას წერს მაგდა კლდიაშვილი? (ფოტო)

სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი "ნაპოლის" ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და განმარტებას აკეთებს თვეების წინ მის მიერ ნათქვამ განცახდებაზე.

"ბიჭი "რუბინიდან "წავიდა "ნაპოლიში" და სკუდეტო მოიგო, ძალიან მაგარია! 

მთელი ქვეყანა ნეაპოლის გზაზე იყო მთელი ეს დრო გადავარდნილი, რომ ხვიჩასთვის ექომაგა, სერია ა მოიგო და პირველი რაც გააკეთა, პოსტი მე მომიძღვნა, ძალიან მიხარია, ასეთ დროს თუ მე გავახსენდი. დიდი მოტივაცია მიმიცია ხვიჩასთვის და შევიფერებ აბა. (მე მადლობას გადავუხდიდი მთელ საქართველოს ამხელა მხარდაჭერისთვის, მაგრამ პატივი მე მხვდა წილად).

აი, იმ ხელზე დახვეულ გადაცემაში, რომელიც ათასიდან 2 კაცს გაქვთ ნაყურები, ან არა, ზუსტად ასე ვთქვი "რუბინის" ფეხბურთელზე - (2 მარტი, 2022) ხვიჩა არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელი, თუმცა მას შეუძლია, იყოს არაჩვეულებრივი, თუ იმ დასაწვავი რუსეთიდან წავა, ამისი ყველა რესურსი აქვს. 

(იმაზე ლაპარაკი მართლა მეზარება ახლა, კიდე რაც ვთქვი, რაც ვთქვი, სრული სიმართლე იყო, ბრბოს და შალვა რამიშვილის ტროლ ბოტები და მონები რას იზამენ, მკიდია). 

ათასჯერ ვიტყვი კიდევ, რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთელები არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში, თორე ზოგიერთი იქ მყოფი მკიდია-თქო, ეგეც არაერთგზის დავძინე.

ნეაპოლში კიდევ კვარას წარმომადგენლებს თუ ავტოგრაფებს გამოართმევენ ქუჩებში დღეს, არ მეწყინება, მაგრამ მინო რაიოლა უნდა იყო ალბათ (აცხონოს), ასე მასიურად რომ გიცნონ.

ხვიჩა კვარაცხელია, გილოცავ, ზუსტად ისე მიხარია შენი წარმატება, როგორც ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს, მათზე მეტად თუ არა, ნაკლებად არა, დამიჯერე.  მადლობა, რომ ამხელა წარმატების მერე, მე გაგახსენდი პირველი. ასევე, ძალიან მინდა, ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ სამჯერ მოიგო და ყველა დროის ყველაზე კარგი ფეხბურთელი იყო ჩვენი ქვეყნის", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა