თეგებით ძიება

„სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნაა... მდიდრული სამარხები ჩანს“ - არქეოლოგი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებზე

თბი­ლისში, წე­რე­თელ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლა­ტიო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მარ­ხე­ბის შესახებ კომენტარი არქეოლოგმა, გოდერძი ნარიმანიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ აღ­მო­ჩე­ნა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ჩანს.

"ეს არის მე-19 სა­უ­კუ­ნის მდიდ­რუ­ლი აკ­ლდა­მე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად ვის ეკუთ­ვნო­და თი­თო­ე­უ­ლი, ამის თქმა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის მი­ხედ­ვით. ახლა მთა­ვა­რია რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეს­წავ­ლი­ლი იყოს ისე რო­გორც სა­ჭი­როა, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა მოხ­დეს.

სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა ჩანს. ეს ხომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­აა, თა­ნაც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რძლე­ბოდ­ნენ. მდიდ­რუ­ლი სა­მარ­ხე­ბი ჩანს. ეტყო­ბა, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხია იქ დაკ­რძლუ­ლი და პა­ტი­ვია მი­გე­ბული. იმე­დია, რომ მო­ი­ნა­ხე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მათი გა­და­ტა­ნა მოხ­დე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ.

ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლი იყო, რომ დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის ად­გილ­ზე გა­ი­ა­რა გზამ და გა­უქ­მდა სა­საფ­ლა­ოს ნა­წი­ლი. თბი­ლის­ში ბევ­რია ასე­თი გა­უქ­მე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ზო­გან გზა გა­იყ­ვა­ნეს, ზო­გან ბაღი აშენ­და და ა.შ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ მივ­ლი­ნე­ბუ­ლია ხალ­ხი და არ­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - განაცხადა არ­ქე­ო­ლო­გმა ambebi.ge-სთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა