თეგებით ძიება

საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის - რას ამბობს რომან გოცირიძე რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენაზე?

რუსეთმა საქართველო ჩაწერა მეგობარი ქვეყნების რანგში, ისეთი ქვეყნების გვერდით დაგვაყენა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი - ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესები გაყიდა.

„პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმისა დაწესებისა და ფრენების აღდგენაზე არის უზარმაზარი დარტყმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. რუსეთმა საქართველო ჩაწერა მეგობარი ქვეყნების რანგში, ისეთი ქვეყნების გვერდით დაგვაყენა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსი და რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც მეგობრად განიხილავს, ხოლო მთელი ცივილიზებული მსოფლიო ითვლება არამეგობრულ სახელმწიფოებად და არსებობს ამის ოფიციალური რეესტრიც. ოკუპანტი ქვეყანა გვაცხადებს მის პარტნიორად, ხსნის კარს და გვეპატიჟება რუსეთის იმპერიაში, ამით რუსეთმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო და მიდი ხელისუფლება ბრუნდება რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე.

ეს არის საჩუქარი იმ მოღალატური ქმედებების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის ბოლო წლებში, მან რუსეთს დაუმტკიცა, რომ უკრაინის, დასავლეთის მტერია და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში ორბანთან ერთად კონფერენციაში, სადაც პუტინის დოქტრინა ერთი-ერთში გაიმეორა. საქართველოს ჰყავს მოღალატე ხელისუფლება", - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა და სავიზო რეჟიმის მოქმედებაც შეცვალა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა