თეგებით ძიება

ჩვენს მიწაზე უცხო დროშები არასოდეს გამეფდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი არასოდეს იქნება დამონებული.

"მალე შევძლებ ჩვენი თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების გამოცხადებას. დავამტკიცე ჩვენი ძალოვანი სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა, ეს არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც შექმნილია 2027 წლამდე.

სახელმწიფო სისტემის ყველა ელემენტმა - სამართალდამცავი ორგანოებმა, უპირველეს ყოვლისა, ისე უნდა იმუშაონ, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. უკრაინა უნდა გახდეს და უკვე გახდა ევროპისა და მთელი თავისუფალი სამყაროს სიძლიერის ადგილი.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური უსაფრთხოება, მაქსიმალური თავისუფლება, კანონის და ხალხის მაქსიმალური პატივისცემა უკრაინაში," - განაცხადა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა