თეგებით ძიება

"ბედნიერი ვარ ასეთი სიყვარულისა და თანადგომისთვის" - რას წერს გელა დაიაური?

პოეტი, გელა დაიაური მამა გახდა. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

"ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ადამიანები, გულიდან გეუბნებით მადლობას... ძალიან ბევრმა დამირეკა, მომწერა, სტატუსი დადო... ორმაგად ბედნიერი ვარ ასეთი სიყვარულისა და თანადგომისთვის!!! უფალმა დაგლოცოთ, დაგილოცოთ ოჯახები და გარშემომყოფნი...

P.S. მაპატიეთ, თუ კონკრეტულად ვერ გიპასუხეთ მოლოცვებზე...." - წერს გელა დაიაური.

პატარა ვაჩე დაიაური თბილისში, საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. ახალშობილი 3400 გრამს იწონის და 53 სანტიმეტრია.

შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის გელა დაიაურის მეუღლე და ორი შვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა