უკრაინაში დაიწყო ის საოცნებო დიდი კონტრშეტევა, რასაც ყველა ველოდით" - რა ინფორმაციას ავრცელებს ვანო ნადირაძე?
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინამ დაიწყო ის საოცნებო დიდი კონტრშეტევა, რასაც ყველა ელოდა.
"მოვუწოდებ მთლინად ქართულ ოპოზიციას !!!!
უკრაინაში დაიწყო ის საოცნებო დიდი კონტრშეტევა, რასაც ყველა ველოდით, ნუ ხართ ლოდინის რეჟიმში და ყველაფერში უკრაინაზე დამოკიდებული. იმოქმედეთ!
თორემ აქ, რომ გაიმარჯვებს უკრაინა და ჩვენ რომ დავბრუნდებით, ძალიან ეჭვი მეპარება თქვენ, ჩვენთან მებრძოლების უმეტესობასთან შემდეგ უკვე რაიმე საერთო ენა გამონახოთ, ეს არაა მუქარა, უბრალოდ ეს იქნება რეალობა, ამიტომ იმოქმედეთ ქუჩაში და არა თქვენ ოფისებში და ტელევიზიებში, კეკლუცობის დრო დამთავრდა.
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას", - წერს მებრძოლი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.