"ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება" - რას ამბობს მარადონას შვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე? (ვიდეო)
არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა "ნაპოლში" 32 წლის წინ თამაშობდა, თუმცა ის ქალაქის ნამდვილ ღმერთად იქცა. დღემდე დიეგო ნეაპოლელებისთვის კუმირია.
"კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ მარადონას შვილთან, სადაც ის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
"მახსოვს, როცა კვარა ნაპოლიში გადმოდიოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ სპალეტიმ ვახშამზე მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინეს და მალე ვნახავდით რამხელა ამბავს დაატრიალებდა. მისი მხოლოდ ვიდეოები მქონდა ნანახი. პირველად კვარას თამაში კასტელ დი სანგროს შეკრებაზე ვნახე და ვთქვი ღმერთო ეს ვინ არის? უძლიერესია. რაც მაშინ ვიფიქრე იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. ვფიქრობ, პერსპექტივაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და თუ ასე გააგრძელებს სამეულში შევა.
მესი და რონალდო ისტორიას 25 წლის განმავლობაში წერდნენ. მომავალი მბაპე, ჰალანდი და კვარა იქნებიან“, - ამბობს მარადონას შვილი.