"რუსეთის ფოსტა" საქართველოში გზავნილებს პირდაპირი ავიარეისებით გაგზავნის საკითხს განიხილავს
"რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
"რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია „რუსეთის ფოსტის“ განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის.