ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებს.
„დიდი შვიდეულის ყველა წევრი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას. ბატონ ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის დანაყოფების წინააღმდეგ მათი გამოყენება შეუძლიათ“, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.