თეგებით ძიება
23. 05. 2023 მსოფლიო

რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს

რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს, რაც მიმართული იქნება საწვავზე ადგილობრივი დეფიციტის შემცირებისკენ. ამის  Reuters-ი წერს.

გამოცემის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ივლისიდან სახელმწიფო სუბსიდიას გაუნახევრებს, რაც ხარჯების დაზოგვის მიზნით გაკეთდება.

2023 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა რუსული გადამუშავებული ნავთობის იმპორტი აკრძალა, რაც დიზელს, ბენზინს, საავიაციო ნავთს და სხვა პროდუქტებს უკავშირდებოდა. ამის საპასუხოდ, რუსეთმა ამ პროდუქტების ექსპორტი გაზარდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის აფრიკის კონტინეტზე. თუმცა, აქ EU-ს ბაზრისგან განსხვავებულ შემოსავალს იღებს.

რუსეთში რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულებამ 2021 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია, ხოლო პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა და ტონაზე 778 დოლარი შეადგინა.

Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მაისში რუსეთმა 200,000 ტონა გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც ზამთრის თვეებში ექსპორტი თვეში 600,000-700,000 ტონა იყო. ადგილობრივი მოხმარება კი პერიოდში თვეში 3 მილიონ ტონას შეადგენდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა