ფულადი ბონუსი კვარაცხელიას - რა თანხას აჩუქებენ ხვიჩას იტალიის ჩემპიონობის გამო?
33-წლიანი პაუზის შემდეგ “ნაპოლის” მიერ სერია ა-ს გამარჯვების გამო, კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელთა ფულადი ბონუსით დაჯილდოება გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ თავის ფეხბურთელებისთვის პატივისცემის ნიშნად 4 მილიონი ევრო დახარჯოს.
ამ თანხისდან “ნაპოლის” ქართველ ლეგიონერს, ხვიჩა კვარაცხელიას 150 ათასი ევრო ერგება.
ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
წყარო: footballnews.ge