თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო - უწყვეტი, ემოციური კადრები
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ახალწვეულები ფიცს მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.
რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.
დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა - მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები.