ვფიქრობ, დროულია და სწორია უცხოურ ენაზე ჩვენ ქვეყანას „Sakartvelo“ ეწოდოს - ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს უცხო ენაზეც „Sakartvelo“ ეწოდოს.
მისი თქმით, ამას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ერის იდენტობისა და თვითრწმენისთვის.
„ვფიქრობ, დროულია და სწორია ჩვენ ქვეყანას უცხოურად „Sakartvelo“ ეწოდოს.
ამას ძალიან ბევრი დასაბუთება აქვს, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ჩვენ მოგვმართოს, სწორედ ისე, როგორც ჩვენ ვუწოდებთ საკუთარ თავს. ამას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ერის იდენტობისთვის და თვითრწმენისთვის. გაგება რომ ჩვენ უნდა დავმკვიდრდეთ საერთაშორისო ურთიერთობებში, სწორედ ისეთად და ისეთი სახელწოდებით, როგორც ჩვენ, ჩვენ თავს ვუწოდებთ. ვფიქრობ, რომ ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. შესაძლებელია გადარქმევას საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული დრო დაჭირდეს, თუმცა ეს ძალისხმევა იქნება მცირე და ბევრად უფრო ნაკლები, იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ახალი სახელი საქართველოს მოუტანს“, - აცხადებს დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.