ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა
მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება.
პრესსამსახურის განცხადებით, ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.