თეგებით ძიება

საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები მეორე ფრონტი გახსნას ცდილობენ - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ "პრეზიდენტი"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ "პრეზიდენტი", ალან გაგლოევი აცხადებს, რომ საქართველოს "დესტრუქციული ძალები" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. 

"ჩვენი ჯარისკაცები და მოხალისეები რუსების გვერდით იბრძვიან, რათა საერთო ინტერესები დაიცვან უკრაინული ნეო-ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტებად გადაიქცნენ.

სპეციალური ოპერაციის ფონზე საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ქვეყანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგო მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები რათა გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ურთიერთობები რუსეთთან სამხედრო სფეროში," - ამბობს გაგლოევი.

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა