თეგებით ძიება

მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად უნდა დაიშალოს.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართება.

„რაც მეტად დაიშლება საპარლამენტო ფრაქცია „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესია იმისთვის რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, აქედან გამომდინარე ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, პერსონალური მხრადაჭერის საკითხი, ჩვენ მხარს ვუჭერთ “ნაცმოძრაობის” მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით, შესაბამისად, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა