თეგებით ძიება
04. 06. 2023 მსოფლიო

თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს.

"თუ რუსეთს სურს აირჩიოს დიპლომატიური გზა, უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და ძალით გავიყვანთ. ვფიქრობ დიდი განსხვავებაა, დიახ, ერთი მხრივ შედეგი იგივეა, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად რაიმე ტიპის დიალოგისთვის", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა