„ამ უზნეო ხალხს აქვს პრეტენზია ევროპელობაზე და ცივილიზებული სამყაროს წევრობაზე“ - ვისზე წერს გიორგი გამსახურდია?
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და Twitter-ზე წერს.
„ყოვლად ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი კამპანია მიდის პრემიერის წინააღმდეგ. მეტწილად ავტორები ორთოდოქსი ნაცები. არც სხვები დიდად არ აპროტესტებენ, მაგრამ სექტის წვლილი არის დიდი. ამ უზნეო ხალხს აქვს პრეტენზია ევროპელობაზე და ცივილიზებული სამყაროს წევრობაზე. დამკვეთებიც უწონებენ, სჩანს“, - წერს გამსახურდია.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებზე, პროტესტანტები აქციებზე სიტყვას "ირაყლის" აქტიურად იყენებენ.