თეგებით ძიება
06. 06. 2023 მსოფლიო

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს ჩვენს კონტრშეტევას - რა გეგმა აქვს ოფიციალურ კიევს?

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ.

„უკრაინას მიეწოდება ყველა საჭირო რესურსი წყლის ბარიერების გასაძლიერებლად. მტრის მზაკვრული ქმედებები, რომლებიც ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს,რომლებიც მზად არიან გაათავისუფლონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები“, - წერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის „ტელეგრამ“ არხზე.

ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა