სექტემბერ-ოქტომბერში, ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება - მამუკა გუგეშაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება. ამის შესახებ გუგეშაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„11 ეს წელადი მოვიტანეთ როგორ იცი? ცუდი იყო თუ კარგი არავის ეჭვი არ შემპარვია. კიდე ვიძახი, ვიღაცა გვმართავდა არაფორმალურად და არავის ეჭვი შეუტანია. ფაქტიურად გვმართავენ. აბა, ხაბეიშვილი წყვეტს რამეს? დარწმუნებული ვარ, სექტემბერ - ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება… ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხაბეიშვილის შეცვლა, უნდათ... ვანო მერაბიშვილის მიხვდა, რომ ხაბეიშვილი უკვე ვერ მართავს პარტიას, ფაქტიურად დაყო“, - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.