დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინული კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, თუმცა დასძენს, რომ უკრაინელების შეტევითი პოტენციალი ჯერ არ ამოწურულა.
"ჩვენ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო, ამის მაჩვენებელია სტრატეგიული რეზერვების გამოყენების დაწყება," - თქვა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე მტკიცებით, კონტრშეტევის მიმდინარეობისას უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა".