თეგებით ძიება

“რა ვიცი, რუსეთში ნაშოვნ ”ფულებს" კარგად ირგებთ ბატონი ბიძინასგან?” - ვის მიმართავს რუსუდან შარაძე?

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"კარგი, ადრე საკუთარი სიბრიყვე ბევრს არ გაძლევდათ გაქანებას, გურამ შარაძისთვის დაგეჯერებინათ და დღეს, სულმოკლეობით თუ ანგარებით, ამის აღიარების შნო არა გაქვთ, მაგრამ ლევან ვასაძეს რაღას ერჩოდით, სხვას რას ლაპარაკობს (რისთვისაც მოკლეს კიდეც, უბრალოდ, სასწაულით გადარჩა), რასაც დღეს დიდი თუ პატარა დაზეპირებულივით არ იმეორებს? 

აა, რუსეთში აქვს ბიზნესი და რუსეთის აგენტია, არა? რა ვიცი, იქ ნაშოვნ ,,ფულებს“ კარგად ირგებთ ბატონი ბიძინასგან?

სიყალბე მირევს გულს, თორემ ლევანის კი არა, ღმერთის არ სწამს ბევრს და რა ჩემი საქმეა.

ამდენი ნახევარი სიმართლე, ვირეშმაკობა და ვითომ ნაივურობა იმდენად მირევს გულს, იმდენად მაკარგინებს ადამიანის რწმენას, რომ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. შეიძლება, დიდი ხნითაც, გააჩნია, როდის გამივლის გულისრევა.

ისე, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ”, - წერს შარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა