თეგებით ძიება

საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი ჯერ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს ეყარა, რომელიც ჩავარდა. მომხრე იყო 15 დეპუტატი, წინააღმდეგი -  26

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა. მას მხარი 82-მა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა