თეგებით ძიება

ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე – კომპანიის მენეჯმენტთან.

„ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. 

მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან. 

მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა