კადიროვი უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართავს - ჩეჩნეთის ლიდერის "მარჯვენა ხელი", ადამ დელიმხანოვი მოკლეს?
პრიმორსკში რუსების შტაბზე სარაკეტო დარტყმისას ჩეჩნეთის ლიდერის "მარჯვენა ხელი", ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
მოგვიანებით მიმართვა თავად რამზან კადიროვმა გაავრცელა და უკრაინის დაზვერვას ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.
კადიროვის თქმით, ადამ დელიმხანოვთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ის კავშირზე არ გამოდის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. კადიროვი და მისი მხარდამჭერები პუტინის მხარეს იბრძვიან.