თეგებით ძიება

რუსეთი საქართველოს მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს - რას აცხადებს უკრაინულ მედიასთან პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ "უკრიანულ პრავდასთან" საუბრობს.

"ვფიქრობ, ბევრი ჭორი ვრცელდება. ვფიქრობ, რომ ძირითადად რუსეთი გრძნობდა, რომ მანევრირების ადგილი არსებობს და ახლა იკვლევენ (ნიადაგს - რედ.) - ეს ძალიან ტიპიური რუსული ტაქტიკაა. 

ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

გრძნობენ რა ამას, ისინი ამავდროულად იღებენ ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. და ახალ ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.

ეს ირაა, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ მიზანდასახულობა არ არსებობს, ეს კი არაა იგივე, რაც წინააღმდეგობა... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და არ შეუძლია თავად გაატაროს წინააღმდეგობის პოლიტიკა, მაგრამ ის ძალიან მიზანდასახული უნდა იყოს.

მიზანდასახულობის ნებისმიერი ნაკლებობა რუსეთს უბიძგებს შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და ეს ისაა, რასაც ვხედავთ. ასე გამოცადეს [პირდაპირი] ფრენებით. ახლა შეიძლება რკინიგზაზეც სცადონ. ისინი სხვა რაღაცებსაც გამოცდიან. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენი მიზანდასახულობა", – თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

წყარო: tvpirveli.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა