სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა - რა მოხდა კანადაში?
კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.