თეგებით ძიება

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.  პარალელურად 10 დასაქმებული მე-5 დღეა შიმშილობს, 3 000 მაღაროელი კი 11 დღეა გაფიცულია.

პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

15 ივნისს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" შესთავაზა გაფიცულებს განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები.

გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება გაიმართა და ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა