ენმ მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია, ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი - ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმათაც ექსპრეზიდენტს სურს აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას“.
"დარწმუნებული ვარ, ის ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. მთავარია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟში“, - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში..