ვარკეთილში, მეზობელმა მამა-შვილს დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ცნობილია
18 ივნისს, ვარკეთილში, მამა-შვილზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირი დააკავა.
როგორც დაზარალებული სოციალურ ქსელში წერს, მას და მის 60-წლამდე მამას ფიზიკურად მეზობელი გაუსწორდა.
ამავე ცნობით, თავდამსხმელმა 30 წლამდე ქალს 4 ჭრილობა, ხოლო მამას 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებულის ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.