წალენჯიხაში 12 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა - კადრები ადგილიდან (ვიდეო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ორი სოფლის ნაგურუსა და საჩინოში შესასვლელი ხიდი დააზიანა.
სოფელ საჩინოში, მერის წარმომადგენლის, ბელა კვირკვიას ცნობით, 12 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა, მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი.
ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაზიანდა შიდა საუბნო გზები.
დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
დაზარალებულ უბნებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.