თეგებით ძიება

"ამ თამაშში კალაძე რომ არ იღებს მონაწილეობას, მთელი მისი ცხოვრების სირცხვილია" - კალაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში არ ითამაშებს?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი უკრაინის მხარდასაჭერ მატჩს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თბილისის მერის, ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის სირცხვილია, მასში რომ არ მონაწილეობს.

"ამ თამაშში კალაძე რომ არ იღებს მონაწილეობას, მთელი მისი ცხოვრების სირცხვილია. შევჩენკოს გუნდში როგორ არ უნდა იყოს!", - წერს მერაბ მეტრეველი.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება.

ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 2022 წელს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულ აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით დევნილად და ლტოლვილად იქცა, ხოლო ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა