თეგებით ძიება

თუ საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს იქნება EU-ს მხრიდან მორიგი შეცდომა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას შეცდომა უწოდა

მისი თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი "ავანსად მიიღეს".

"მოგეხსენებათ, მთავრობა პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში, ჩვენ სრულად ჩართული ვიყავით ამ პროცესში. ეს იყო დიდი შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული შარშან ჩვენი ევროპელიო მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას მოლდოვა და უკრაინას ბონუსად ანუ ავანსად. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი ოცნება.

ჩვენ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს ჩვენი ხელისუფლებაა, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმს, ახლა ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან უვიზოდ ევროპის ქვეყნებში, ეს არის ჩვენი დამსახურება მეგობრობა, ეს არის ოცნების დამსახურება. გახსოვთ და ალბათ, დამეთანხმებით ყველა, 2012 წლამდე ელიტა შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამის საშუალება არ ჰქონდათ, უწევდათ რიგებში დგომა და ხშირ შემთხვევაში ეს პასუხი იყო უარი.

რა თქმა უნდა სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის, მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩვენს ევროპულ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან და ამას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს", - თქვა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა