თეგებით ძიება

ვაპირებ გარეგნობა შევიცვალო ბადრის გამო, თუმცა ოპერაციის თანხა ვერ შევაგროვე - რას ამბობს ნონა ვაშაყმაძე ბადრი გუჯეჯიანთან ურთიერთობაზე?

სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ბადრი გუჯეჯიანისა და ნონა ვაშაყმაძის ურთიერთობა დაიძაბა. 

ნონა აცხადებს, რომ ბადრის გამო აპირებს, ოპერაცია გაიკეთოს და გარეგნობა შეიცვალოს.

"ჯერჯერობით, დახმარების მსურველები არ გამოჩენილან, ოპერაციის გაკეთება გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ თანხა ვერ შევაგროვე. ქირურგთან ვიყავი, საჭიროა 10 000 ლარი... 

- ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნე, სადაც ბადრისადმი გრძნობებზე ისაუბრე. რა რეაქცია ჰქონდა ამის შემდეგ და ხომ არაფერი შეცვლილა თქვენს ურთიერთობაში?

- ბადრის რაღაც პრობლემა ჰქონდა, ამის გამო არ აქვს ტელეფონი და სოციალური ქსელები, ყველაფერი გააუქმა. მის დას ვურეკავ და ასე ვახერხებ მასთან საუბარს. თავიდან არ მოსწონდა მასზე ვიდეოებს რომ ვიღებდი, მერე შეეგუა. თვითონ მეგობრად მთვლის, მაგრამ მე მიყვარს... იმ ვიდეოების გადაღებას და დადებას არ ვნანობ, არაფერს ვნანობ...

- ნონა, ვიცით, რომ ემიგრანტი დედა გყავს... ბოლოს როდის ნახე?

- დედა დაახლოებით, 15 წელია, რაც ემიგრაციაშია წასული. საბერძნეთში იმყოფება. ამ წლების განმავლობაში, 2017 წელს იყო ჩამოსული, როცა დის შვილი გარდამეცვალა, ამის გახსენება არ მინდა", - ამბობს ნონა "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა