თეგებით ძიება

„არ შეარგეს ბიჭს ცხოვრება, ესენი ვინ არიან?!“ - რას წერს ბაკურ ბაკურაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„ხვიჩა კვარაცხელია არის 22 წლის!

დაბადებულია 2001 წელს!

ახლა არის 2023 წელი!

2023-2001=22!

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ის ვერ ითამაშებს იმიტომ, რომ 22 მეტია 21-ზე და მის ქვემოთ ყველა ციფრსა და რიცხვზე!

ძალიან დიდი და ყოვლისმცოდნე ქომაგების საყურადღებოდ:

ელემენტარულად, აკრიფეთ სახელი და გვარი ნებისმიერ საძიებო სისტემაში, ნახეთ ადამიანის შესახებ ინფორმაცია და შემდეგ გამოდექით პრეტენზიებითა და ბრძნული აზრებით, აღარაფერს ვამბობ ლანძღვასა და პრეტენზიებზე!

გმადლობთ ყურადღებისათვის!

P.S. არ შეარგეს ბიჭს ცხოვრება ესენი ვინ არიან?!“ - წერს ბაკურაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა