„სააკაშვილის ვიდეოს ვუყურე 30 წამი. მეტს ვერ გავუძელი“ - რას წერს მამუკა გამყრელიძე?
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვას.
„ემოციური პოსტი.
სააკაშვილის ვიდეოს ვუყურე 30 წამი. მეტს ვერ გავუძელი.
აღარ მაინტერესებს მისი არც გაკეთებული, არც გაფუჭებული. არც მადლი და არც ბოროტება. არც სიბრძნე და არც სულელური შეცდომები. ეს ადამიანი, ამწუთას ჩემში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. მისი შეწყალებაც ფრიად პოზიტიურად წაადგებოდა ქვეყნის იმიჯს.
P.S. ობერნაცები, ულტრანაცები და გლავნაცები ტყუილად ნუ დაშვრებით და ნუ შემოვარდებით კიჟინით, "მიშა რა შენი შესაბრალიაო." თქვენი აზრი სადაც მაქვს ჩამოკიდებული კი იცით!“ - წერს მამუკა გამყრელიძე.