თეგებით ძიება

„გასულ წელს 29 მოზარდი გააუპატიურეს, სქესობრივი ხელშეუხებლობის საქმეებზე კი, დაზარალებული 240 არასრულწლოვანია“ - ანა დოლიძე პედოფილიის შემთხვევებზე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტს პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებისა და საპროცესო შეთანხმების გაუქმების წინადადებით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა პედოფილიას ეხება. გამოცემა „ნეტგაზეთს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგი სტატია ჰქონდა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით.

29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.

მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში, პროკურატურას უჩნდება აზრი, გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და პედოფილი ქუჩაში დატოვოს.

5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში.

სასჯელის ზომაც, ამ მიმართულებით, ძალიან დაბალია. რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, კორუფციასთან ან სხვა რამესთან.

შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა