"ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პირადი ცხოვრება მომღერალ, სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსეში წერს.
"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - წერს სააკაშვილი.