თეგებით ძიება

"არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები" - "თბილისი პრაიდი“

"თბილისი პრაიდი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით.

"ხვალ „პრაიდის“ ფესტივალი გაიმართება. დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია, ვატარებთ. რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი აღლუმი ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი. ჩვენი გუნდი თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველოდებით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები. მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები „პრაიდის“ ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა