თეგებით ძიება
08. 07. 2023 მსოფლიო

უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის - ჯო ბაიდენი

უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა“ უნდა გაიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არა მგონია, რომ ახლა იგი [უკრაინა] ნატო-ს წევრობისთვის არის მზად… არა მგონია, რომ ნატო-ში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში.

მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით - სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატო-ს ტერიტორიაა. ეს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება, მაშინ ყველანი ომში ვართ… ამიტომ ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატო-ში შესვლის კანდიდატი იყოს,” - განაცხადა ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა