თეგებით ძიება

მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა, მომხდარზე გოგონამ მეგობარს უამბო - ახალი დეტალები ბათუმიდან, სადაც მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა

ბათუმში კაცმა 13 წლის შვილი გააუპატიურა.

ბრალდებული უკვე დაკავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ 40 წლამდე მამაკაცი გუშინ დააკავეს. მოზარდი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. კაცი კი საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. 

გავრცელებული ინფორმაციით მამა და ბებია ალკოჰოლდამოკიდებულები იყვნენ და სავარაუდოდ ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ.  

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა. 13 წლის გოგო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ის სამი წელი არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 

მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა