შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.
40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობას ედავება. ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.