უკრაინა არ იყო მიწვეული მთავარ პანელზე და სამიტზე, არამედ ვახშამზე იყვნენ მიწვეული - ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამიტზე
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინა არა NATO-ს სამიტზე, არამედ ვახშამზე იყო მიწვეული.
"ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა [NATO-ს სამიტზე] საგარეო საქმეთა მინისტრი გავაგზავნეთ. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, უკრაინა არ იყო მიწვეული მთავარ პანელზე და სამიტზე, არამედ ვახშამზე იყვნენ მიწვეული. ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას, ეს ზედმეტი ხმაური აბსოლუტურად უსარგებლოა", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. სამიტს საქართველოს მხრიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.