თეგებით ძიება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ინიციატივა აიღო - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ინიციატივა მოიპოვეს. ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტეინ-14“) შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

"უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა გამძლეობა დიდი სისასტიკის წინაშე. უკრაინული ძალები აგრძელებენ გაბედულ ბრძოლას თანამოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად. უკრაინის კონტრშეტევა არის გადამწყვეტი მომენტი ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს ინიციატივა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით, მაგრამ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა უკიდურესად ფეთქებადი სიტუაცია“, - განაცხადა ოსტინმა.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამშტეინის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები გააგრძელებენ ძალისხმევას და დახმარებას უკრაინის საჭიროებებისთვის.

 "ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, აღჭურვილობასა და მხარდაჭერას, რათა შევქმნათ ქმედუნარიანი და პროფესიონალი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ახლა და შეაჩეროს აგრესია მომავალში.

შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ისევე როგორც ეს საკონტაქტო ჯგუფი",  - თქვა ოსტინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა