„საქსტატის ციფრ-რიცხვებით და პროცენტებით აცხოვრე მთავრობა, საჯარო მოხელეები და ქართველი ბიზნესმენები, ღმერთო!..“ - გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთო, რას ვითხოვ ასეთს? საქსტატის ციფრ-რიცხვებით და პროცენტებით აცხოვრე მთავრობა, საჯარო მოხელეები და ქართველი ბიზნესმენები. მხოლოდ 254,5 ლარად თვეში კაცები და მათი ოჯახის სხვა წევრები 225.4 ლარად. ამის შესრულება რატომ არის ძნელი? ამას ხომ მათზე ზრუნვით ვითხოვ, თქვლეფისას, რომ არ დაიხრჩონ.
“საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 253.7 ლარი იყო, ივნისში კი ეს მაჩვენებელი 0.8 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 254.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის მაისთან შედარებით, ივნისში 0.7 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 225.4 ლარს შეადგენს”, - წერს მირცხულავა.